უნგრეთის არჩევნებში აქტივობამ 17:00 საათისთვისაც რეკორდულ ნიშნულს, 74.23%- მიაღწია

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის კვლავ რეკორდულ ნიშნულს, 74.23%-ს მიაღწია. 2022 წელს იგივე მაჩვენებელი 62.92%-ს შეადგენდა.
ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 07:00, 09:00, 11:00 და 13:00 საათებზეც.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პარტია Fidesz-ის ლიდერმა, ბუდაპეშტში დღეს დილით მისცა ხმა და განაცხადა, რომ კმაყოფილია მაღალი აქტივობით – “ეს დემოკრატიის გამარჯვებაა. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს, მით უკეთესია”.
ორბანის პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მაგიარმა ასევე დღეს დილით მისცა ხმა. მისი თქმით, რეკორდულად მაღალი აქტივობა და მშვიდი და გამჭვირვალე მის პარტიას გამარჯვებაში დაეხმარება.
“თუ ეს მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარდება, მაშინ Tisza და შესაბამისად, უნგრეთი ამ არჩევნებს მოიგებს” – განაცხადა მან.
ბოლო გამოკითხვები ოპოზიციური პარტია Tisza-ს მკვეთრ ლიდერობაზე მიუთითებს,
საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00-ზე) დაიხურება. უნგრეთში ერთტურიანი საარჩევნო სისტემამოქმედებს, რომელშიც მთავრობის ფორმირების უფლება ენიჭება იმ პარტიას ან კოალიციას, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს.
199 საპარლამენტო მანდატიდან 106 სამაჟორიტარო ოლქებში ირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პარტიული სიების მიხედვით ნაწილდება. საზღვარგარეთ მცხოვრებ უნგრეთის მოქალაქეებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
წინასწარი შედეგები მოსალოდნელია გვიან საღამოს, ხოლო ოფიციალური შედეგები – დაახლოებით შუაღამისთვის (თბილისის დროით 02:00).