უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტს ეწვია

-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, -ს მეორე ლედი უშა ვენსი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში ჩავიდა.
ვენსი ბუდაპეშტს მეორე ლედისთან, უშა ვენსთან ერთად ეწვია. მათ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო დახვდათ.
დღევანდელი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიგრაციას, გლობალურ უსაფრთხოებას, და ასევე უნგრეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობას შეეხება.
დღევანდელი ვიზიტის შესახებ სიიარტომ განაცხადა, რომ “ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების ოქროს ხანაა” და აღნიშნა, რომ 1991 წლის შემდეგ, ეს უნგრეთში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პირველი ვიზიტია და აშშ-ს უმაღლესი დონის ვიზიტი 2006 წელს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ.
ვენსი ბუდაპეშტში ორი დღის განმავლობაში გაჩერდება.
ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი 12 აპრილს დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
WP: დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზვერვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა
უნგრეთის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოპოზიციური Tisza ორბანის პარტიასთან სხვაობას ზრდის
მანამდე, 25 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა და უნგრელებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.