უნაღდო ანგარიშსწორებისას მესამე პირის პირადი მონაცემების გამოყენება დაუშვებელია – შემოსავლების სამსახური მეწარმეებს აფრთხილებს

უნაღდო ანგარიშსწორებით, საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ღირებულების თანხის მისაღებად, სხვა პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენება/შეთავაზება დაუშვებელია – ამ გაფრთხილების შემოსავლების სამსახური მეწარმეებს მიმართავს.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რა დროსაც გამოვლენილი იქნა მეწარმე სუბიექტების მხრიდან, მომხმარებელთან უნაღდო ანგარიშსწორებისას, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ღირებულების თანხის მიღების მიზნით, სხვა უცხო ფიზიკური პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენებისა და შეთავაზების შემთხვევები.
შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ უნაღდო ანგარიშსწორების პროცესში გამოიყენონ სხვა პირის პირადი ან საბანკო მონაცემები”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.