,, უნამუსო მანიპულაციაა ყოველივე ეს” – რა ციფრებს აქვეყნებს რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, ეკონომისტი :
,,კიდევ ერთი მითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ:
მთავრობის ინფორმაციით მოხდა 32 ათასი სოციალურად დაუცველის დასაქმება. ამაზე წელს ბიუჯეტიდან გამოიყო 97 მილიონი ლარი. ერთი დასაქმებულის თვიური ხელფასი გამოდის 253 ლარი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაფორმებულია მუნიციპალურ ორგანიზაციებში( დარაჯებად სკოლებში, სასაფლაობზე, დამლაგებლებლად და ა. შ.). ხშირად 5-10 ადამიანია “დასაქმებული” იქ, სადაც ერთიც საკმარისია. იმ შემოსავალის სიდიდიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი იღებენ, რეალურ დასაქმებას რომ ვერ ვუწოდებთ, ფაქტია. ეს წინასაარჩევნოდ გაჭირვებული ადამიანების მოსყიდვაა. იმ ფულით, რომელიც ამ პროგრამით იხარჯება, ერთი რომელიმე დიდი პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა შესაძლებელი ( მაგ. ონკოლოგიის ან თუნდაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის, ან მათი შვილების სკოლაში უფასო კვების და ა. შ. ).
ს მოქალაქეებმა ში ომის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდმეწარმის სტატუსით 22 ათასი ორგანიზაცია დაარეგისტრირეს. საკმარისია ერთი დოლარიც კი გადმოერიცხათ მათ ანგარიშებზე( ძირითადად ამ მიზნით რეგისტრირდებიან), რომ ისინი უკვე დასაქმებულად ითვლებიან როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით. სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც აფუძნებდნენ ანალოგიურ ორგანიზაციებს( უკრაინა, ბელარუსი და ა. შ. ).
ესაა მთავრობის “სამუშაო ადგილები”, ნამდვილი სამუშაო ძალა კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სახით ტოვებს ქვეყანას. ამას ხელისუფლება “უმუშევრობის შემცირებას” უწოდებს.
უნამუსო მანიპულაციაა ყოველივე ეს.”