„უმჯობესია, იმოქმედოთ“ – რატომ ქრება მსოფლიოში სანაპიროები

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს სანაპიროების ეროზიას აჩქარებს – ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიიდან -მდე, ესპანეთამდე და ინდოეთამდე, სანაპირო ზოლი სწრაფად ქრება, ზოგიერთი რაიონი კი ყოველწლიურად 10 მეტრამდე ქვიშას კარგავს. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ როდანტეში სანაპირო ყოველწლიურად 3-დან 4,5 მეტრამდე წყალში უჩინარდება, რაც 2020 წლიდან ოკეანეში 11 სახლის ჩანგრევის მიზეზი ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ ქვიშის დეფიციტი, რომელსაც სამშენებლო ინდუსტრიის მხრიდან მაღალი მოთხოვნაც ამძაფრებს, საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც დასახლებებს წყალდიდობისა და შტორმებისგან იცავს.
ისეთი ქალაქები, (მაგ. ბარსელონა) რომლებიც ყოველწლიურად 30 000 კუბურ მეტრ ქვიშას კარგავენ, აგრძელებენ ხელოვნური ქვიშის დამატებას და სანაპირო დაცვის მშენებლობას. თუმცა, ექსპერტები მოსახლეობას და ქალაქების ხელისუფლებებს აფრთხილებენ, რომ მიმდინარე მშენებლობა ხშირად ბლოკავს ქვიშის ბუნებრივ ნაკადს, რაც დროთა განმავლობაში ეროზიას მხოლოდ აუარესებს.
გამოცემა Inteligenciia წერს, რომ ინდონეზიაში მთელი კუნძულები გაქრა. ისინი არამარტო ზღვის დონის აწევის გამო, არამედ ურბანული გაფართოებისთვის გამოყენებული ქვიშის ექსპორტის გამო დაიკარგა.
გამოცემისვე ინფორმაციით, ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატმა 2025 წლის ივლისში მიიღო ახალი კანონები, რომლებიც ქვიშის უკანონო მოპოვებას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს. ცვლილებები უნებართვო მიწის სამუშაოების ზრდას მოჰყვა, რამაც მდინარეები დააბინძურა, ხოლო ხიდები დაასუსტა.
მსოფლიო მოსახლეობის 10% სანაპირო ზოლთან ახლოს ცხოვრობს და ტურიზმის ეკონომიკა სწორედ მათზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ბევრი მათგანის მომავალი გაურკვეველი რჩება.
Inteligenciia წერს, რომ გარდა სანაპირო ზოლებისა, ქრებიან ადამიანებიც სამთო და ბუნებრივი რესურსების სფეროდანაც: დარგის უფროსი თაობის პროფესიონალები პენსიაზე გადიან, საშუალო ასაკის მცოდნეები სხვა სექტორებში გადადიან. „ქვიშისგან განსხვავებით, ამ ადამიანების დასაბრუნებლად მდინარის გათხრა შეუძლებელია. უმჯობესია, იმოქმედოთ მანამ, სანამ ეს ნიჭი ამოიწურება“ – წერს Inteligenciia.