წუხელ რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.
მანქანაში მყოფი ოჯახის სხვა წევრები – მამა, დედა და 2 ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ხაშურის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დედის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია.
