უმცროსმა მორაგბეებმა საფრანგეთი ბოლო წამებზე დაამარცხეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი 20-19 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5.