უმცირესობების უფლებები დასაცავია – პაატა მანჯგალაძე

უმცირესობების უფლებები დასაცავია –
საქართველოში, რომელშიც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, არ დგას საერთოდ ეს პრობლემა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, ლგბტ პროპაგანდის თაობაზე “ხალხის ძალის” განცხადებების შეფასებისას “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ განმარტა, ის, რასაც “ხალხის ძალა” ამბობს, არის დეზინფორმაცია და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ცხრა პირობის პირველ პუნქტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო.
“ეს პრობლემა არის ხელით შემოტანილი პრობლემა, იმისთვის, რომ გადატანა, გადაყვანა, ჟარგონს გამოვიყენებ – “გადათრევა” მოხდეს ხალხს რაც სტკივა, იმ პრობლემებიდან. დასაცავია [უმცირესობების უფლებები], ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა დავინახოთ ეს საკითხი. იცით თქვენ, ჟურნალისტიც კი შეეწირა ამ საკითხს, უფრო სწორად ოპერატორი, რომ სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ფინანსდება უცხო ქვეყნიდან და ვიცით, რომ უცხო ქვეყანა არის.
ორი მიზანი აქვს ამ პროპაგანდას – მოკლევადიანი, რომ გადაგვიყვანონ მთავარი სატკივრიდან, რაც ხალხს აწუხებს ისეთ თემებზე, რომლებშიც ფიქრობენ, რომ შეიძლება სარგებელი ნახონ პოლიტიკური და მეორე საკითხი არის პირდაპირ ანტიდასავლური პროპაგანდა. ჩვენ პირველი მუხლი გვაქვს, სპეციალურად წამოვიღე 9 პირობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის არის საჭირო: ევროკავშირის და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელება, საინფორმაციო მანიპულაციები და ჩარევა – პირდაპირ ამის კლასიკური მაგალითი იყო, რასაც ლაპარაკობდა ე.წ. “ხალხის ძალის” წარმომადგენელი. ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება.” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
Previous: თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს