უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

შორენა ბეგაშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის დედასთან, მეგობრებსა და რჩეულთან ერთად პოზირებს. ევა უმშვენიერესი თეთრი კაბით შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. მისმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ევა დედის დაბადების დღეზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან ელეგანტური თეთრი კაბა მოირგო, რომელიც შორენა ბეგაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის გადაღებისას ეცვა. ევას გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან ჰგავს დედას.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.
ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.
საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.