უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, ყველაზე დაბალი კახეთში

საქართველოს რეგიონებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია 30% – აღნიშნული ინფორმაცია საქსტატის რეგიონების სტატისტიკაშია მოცემული, (ძირითადი მაჩვენებლების შედარება საქართველოს რეგიონების მიხედვით)
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 25%, მესამეზე კი იმერეთი 23.1%
ხუთეულშია შიდა ქართლი 22% და თბილისი 19.5%.

დანარჩენი რეგიონების მაჩვენებელი ასეთია
აჭარა 18.4%
გურია 17.1%
სამეგრელო ზემო სვანეთი 15.7%
სამცხე-ჯავახეთი 14.9%
მცხეთა-მთიანეთი 14.7%
კახეთი 8.7%