უმუშევრობაზე საუბრობს ის გუნდი, რომელიც ბიზნესს ატერორებდა – დიმიტრი ხუნდაძე

„შორს რომ არ წავიდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი, რა თქმა უნდა, კომპეტენციის წყალობით განსხვავებულ შედეგს დებს და ეს შედეგი არის სახეზე“,– ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთა ლიდერმა მ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, დღეს სოციალურად დაუცველობის სტატუსი აღარ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.
სტატუსს აძლევდნენ მას, ვინც პოლიტიკურ სარგებელს მიიტანდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. შორს რომ არ წავიდეთ, „ქართული ოცნების“ გუნდი, რა თქმა უნდა, კომპეტენციის წყალობით განსხვავებულ შედეგს დებს და ეს შედეგი არის სახეზე. ეკონომიკა, თან იმ ვითარებაში, როდესაც კრიზისი იყო, იყო უმძიმესი პანდემია და რეგიონში ღია საომარი მოქმედება, იზრდება რამდენიმეჯერ.
ახლა, ბატონ რომანს არ სურს ციფრებზე საუბარი, მაგრამ ეს ციფრები რეალობაა. უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, 2012 წელს ეკონომიკა ქვეყნის იყო 27 მილიარდი ლარი, 2023 წელს არის 80 მილიარდი; მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012 წელს იყო 9 ათასი ამერიკული დოლარი 2023 წელს – 22 ათასი. თუმცა, ჩვენ ჯერ მაინც ჩამოვრჩებით უმეტესობას ამ მაჩვენებლებით და სწორედ ამას ვამბობ, რომ ამ შედეგებით კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. უმუშევრობა რჩევა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ უმუშევრობაზე საუბრობს ის გუნდი, რომელიც ბიზნესს ატერორებდა. არადა, სამუშაო ადგილებს უპირატესად სწორედაც თავისუფალი ბიზნესი ქმნის და არა ღამით გადაფორმებული სხვადასხვა მისამართებით.
უმუშევრობის დონე იყო 20%-ი და დღეს არის 14,5%-ი. სხვათა შორის, როდესაც ბატონი ამბობს, რომ თითქოს მოსახლეობის რაოდენობა (სამუშაო ძალა) შემცირდა და სწორედ ამის ფონზე დაიწია პროცენტმა – ეს არ არის სწორი იმიტომ, რომ სამუშაო ძალა მილიონ ექვსასი ათასამდეა გაზრდილი. სიღარიბის დონე (რაზეც სპეკულირებენ) როგორ უნდა დაეწიათ მათ – როცა ადამიანს ექიმთან სჭირდებოდა მისვლა, ჯერ ბანკს აკითხავდა, მერე კლინიკას და ექიმს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო (არა მხოლოდ ეს), რომ ამ კუთხით ადამიანები და ოჯახები არ გაღარიბებულიყო.
2012 წელს, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%-ი, 2023 წელს კი არის 15,6%-ი. ანუ 50%-ით შემცირდა უკიდურესი სიღარიბე. ეს არ არის ჩემი მონაცემები. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. ანუ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც მძიმე ვითარებაა იმიტომ, რომ როდესაც ნახევარი მილიონი ადამიანი ისევ სიღარიბის ფონზე ცხოვრობს – ეს არ არის სახარბიელო. თუმცა, დინამიკა დადებითია. ახლა, წარმოიდგინეთ 1 %-იც რომ იყოს ქვეყანაში სიღარიბე, ეს ხომ კარგი მაჩვენებელი იქნება, მაგრამ მაინც არ არის კარგი მაჩვენებელი. 1%-ი ეს არის დაახლოებით 3700 ადამიანი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალური დაუცველობის სტატუსი აღარ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რაც აქამდე იყო. სტატუსს აძლევდნენ მას, ვინც პოლიტიკურ სარგებელს მიიტანდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, -განაცხადა ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ