უმუშევრად დარჩენილი მაღაროელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ – აქცია ტყიბულში

“რადიო თავისუფლების” ცნობით, 3 იანვარს ტყიბულის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც გააპროტესტეს „საქნახშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი. ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.
„38 ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო და სწორედ ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ“, – ამბობს უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ის მაღაროელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ „საქნახშირიდან“ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.
დღევანდელი აქციის მოთხოვნები იყო:
· აღადგინონ გათავისუფლებულები სამსახურში
· გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები, რომლებსაც დემონსტრანტები, მეხუთე პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ
· დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო .
„რამდენიმე ქალაქია საქართველოში, სადაც სიმდიდრეს, რომელიც კონკრეტულ რეგიონს გააჩნია, მართავს კომპანია, რომელიც ამ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, შეზრდილია ხელისუფლებასთან და იყენებს ამას რეპრესიებისთვის, როგორც ტყიბულის მაგალითზე ვნახეთ“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.
კომპანია „საქნახშირში“ აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდებოდა. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა