S&P Dow Jones Indices-ის 2024 წლის 31 მაისის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგში შეერთებული შტატები ლიდერობს გლობალურ საფონდო ბაზარზე 54 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალით, რაც 4,5-ჯერ აღემატება ჩინეთის საბაზრო კაპიტალს (11,9 ტრილიონი დოლარი)
მესამე პოზიციას იაპონია იკავებს 6,3 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალით. 2024 წლის დასაწყისში, ინდოეთის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 4 ტრილიონ დოლარს, რამაც გააძლიერა ქვეყნის პოზიცია და მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
S&P Dow Jones Indices-ის მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, 3 უმსხვილესი საფონდო ბაზარი განლაგებულია აზიაში. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) და NASDAQ არის უდიდესი საფონდო ბირჟის ოპერატორებია მსოფლიოში.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგის ათეულშია გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, კანადა, გერმანია, ტაივანი.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგი S&P Global Broad Market Index-ის (BMI) მეთოდოლოგიით იქნა შედგენილი და მასში მონაწილეობად 1400-მდე საფონდო ბირჟა განვითარებული და განვითარებადი ბაზრებიდან.
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრების რეიტინგი ასეთია:
ქვეყანა / ბაზრის კაპიტალიზაცია
აშშ – 54.02 ტრილიონი დოლარი;
ჩინეთი – 11.9 ტრილიონი დოლარი;
იაპონია – 6.34 ტრილიონი დოლარი;
ინდოეთი – 4.68 ტრილიონი დოლარი;
გაერთიანებული სამეფო – 3.33 ტრილიონი დოლარი;
საფრანგეთი – 3.25 ტრილიონი დოლარი;
საუდის არაბეთი – 2.69 ტრილიონი დოლარი;
კანადა – 2.67 ტრილიონი დოლარი;
გერმანია – 2.26 ტრილიონი დოლარი;
ტაივანი – 2.19 ტრილიონი დოლარი;
შვეიცარია – 2 ტრილიონი დოლარი;
სამხრეთ კორეა – 1.71 ტრილიონი დოლარი;
ავსტრალია – 1.63 ტრილიონი დოლარი;
ნიდერლანდები – 1.11 ტრილიონი დოლარი;
შვედეთი – 1.01 ტრილიონი დოლარი.