უმრავლეს შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიებისთვის, კვლევები არაა პირდაპირპროპორციული მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგი დადგება არჩევნებზე – ურუშაძე

IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” პარტიულ რეიტინგი 25%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – 13%-ია, ოპოზიციაში აფასებენ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ვასო ურუშაძე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, “ოცნებას” დამარცხებულ პარტიად მოიხსენებს, თუმცა, იქვე, აღნიშნავს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიებისთვის, კვლევები არაა პირდაპირპროპორციული მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგი დადგება არჩევნებზე.
“ქართული ოცნების” განაჩენი გამოტანილია, “ქართული ოცნება” არის დამარცხებული პარტია, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები, უმრავლეს შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიებისთვის არ არის პირდაპირპროპორციულად მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგი დადგება არჩევნებზე”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს