უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, პროვოკაციებს არ აჰყვნენ – ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

მმართველი გუნდის ლიდერებმა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების დეტალები კიდევ ერთხელ განმარტეს. მათი განცხადებით, ინციდენტი “ნაციონალური მოძრაობის” ქალი დეპუტატის ქმედებამ გამოიწვია, რომელმაც “ქართული ოცნების” წევრს ლევან მგალობლიშვილს კალამი ესროლა, რასაც მგალობლიშვილის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
მათივე თქმით, პარლამენტში მსგავსი ინციდენტები ხშირად ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეუფერებელი ქცევის შედეგია.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით საზოგადოებამ ორივე მხარე უნდა შეაფასოს.
კობახიძის განცხადებით, ხშირად ძნელია, ოპონენტების პროვოკაციას არ აჰყვე.
“არ მახსენდება ოპოზიციიდან ქალი დეპუტატი, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს. ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას. პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ.
ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები და სრულად შეაფასონ ის ინციდენტები, რომელიც ხდება, როდესაც გამოდის ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს, თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე უნდა შეაფასოთ სათანადოდ და არა – ცალმხრივად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს, თუმცა მარტივი არ არის, ხანდახან ადამიანს ნერვები უმტყუნებს, როცა უზრდელობას უსმენს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ