უმრავლესობის აზრით, წამლების და მომსახურების ფასი ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემაა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემაა.
· წამლების საფასური – 68%
· სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური – 40%
· ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა – 28%
· წამლების დაბალი ხარისხი – 28%
· საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა -15%
· ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში – 8%
· ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში – 5%
· სამედიცინო საშუალებების ფასი (როგორიცაა პირბადე, ხელის დეზინფექციის საშუალება და ა.შ.) – 5%
· ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში – 4%
· სხვა – 2%
· ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები – 6%
· არ ვიცი – 2%
NDI-ის კვლევის თანახმად, წამლების საფასური და ხარისხი პატარა ქალაქების მოსახლეობას შედარებით მეტად აწუხებთ.
კვლევის მიხედვით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ყველაზე დიდ გამოწვევად 2020 წლის შემდეგ სახელდება.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.