უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია.
კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემები)
· კარგად – 16 პროცენტი
· საშუალოდ – 41 პროცენტი
· ცუდად – 30 პროცენტი
· არ ვიცი – 11 პროცენტი
· უარი პასუხზე – 1 პროცენტი
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
