„უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ, გაავრცელეთ…“ – თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ფეისბუკ ჯგუფის, „ვეძებ“ დამფუძნებელი, სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგმართავთ ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, ფოლოუერს და ასე შემდეგ.
საქართველოს არც ერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია.
არცერთ სამშობიაროს (2005 წლამდე) არ ჰქონია არცერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება.
არცერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილს.
არცერთი ბავშვთა საავადმყოფო არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვს.
თუ თქვენ გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ჩვილი არ გამოგატანეს, ეს თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძიება უნდა დაიწყოთ.
უამრავი გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და მარტო იმიტომ ვერ პოულობს, რომ მშობელს არ ჯერა, რომ ბავშვი სამშობიაროდან მოიპარეს და გაყიდეს.
გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი, იმისა რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები.
გვყავს უამრავი “გარდაცვლილი” ბავშვი ნაპოვნი.
ამ კვირაში უკვე მეოთხე ადამიანი მეუბნება, რომ პირველად ესმის სამშობიაროდან ბავშვების მოპარვის ფაქტები. უმორჩილესად გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი. უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი პლატფორმა გამოვიყენო, ოჯახებს ხმა რომ მივაწვდინო. ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ. გაავრცელეთ ეს სტატუსი“, – წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.