რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, “ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნაპოლის” დატოვებს და “ინტერს” შეუერთდება.
პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა.
Calcionapoli24-ის ჟურნალისტის ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.
მოგეხსენებათ, პიოტრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, ზელინსკი “ნაპოლის” ღირსებას 2016 წლიდან იცავს.
შეხვდა დე ლაურენტისს,თავისი ჭკუისა და არ მოეწონა!
ზელინსკი საჩემპიონო სეზონში,გუნდის ერთერთი ლიდერი იყო,პრეზიდენტმა კი,წახალისების ნაცვლად,ხელფასის საკუთარი ნებით დაკლება მოსთხოვა.ჰო და ის მიიღო,რასაც იმსახურებდა.ზელინსკიმ ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა,სამაგიეროდ კი,თამაშს მოუკლო და აიძულა კიდეც,თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან.