,,უმეტესობა იმ ადამიანებისა რომელიც წლების წინ გამოუშვეს პირველი არხიდან, დღემდე წუხს იმაზე, რომ მაშინ იასგან ერთი მხარდამჭერი ზარიც კი არ მიუღიათ“

საზმაუზე ია ანთაძისთვის გადაცემის დახურვას ეხმაურება ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:

,,უმეტესობა იმ ადამიანებისა რომელიც წლების წინ გამოუშვეს პირველი არხიდან, დღემდე წუხს იმაზე, რომ მაშინ იასგან ერთი მხარდამჭერი ზარიც კი არ მიუღიათ. ცხადია, ბევრს იმის მოლოდინიც ჰქონდა, რომ ია მათ უფლებებს ხმამაღლა დაიცავდა. ასე უნდა მომხდარიყო. ია კარგი ჟურნალისტი და წესიერი ადამიანი იყო. მაგრამ ამ წლების განმავლობაში არსად ჩანდა. ბოლო პერიოდში უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო და მისმა უახლოესმა მეგობარმა მაც არ დააყოვნა. ია გაუშვა სამსახურიდან.
ეს ისტორია, ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენი კოლეგა და ახლობელიც არ უნდა გაყიდოთ თქვენი კონფორმისტული სიჩუმით, ადრე თუ გვიან რეჟიმი თქვენც მოგიკაკუნებთ კარზე. ასეთია დიქტატურის ბუნება.“

ასევე დაგაინტერესებთ

მაია მწარიაშვილი – თუ სასამართლო იტყვის, რომ სილის გაწვნა არის თავდასხმა, ეს იქნება პაროდია სამართალზე, ეს იქნება პაროდია მართლმსაჯულებაზე – პროგნოზი ერთადერთია, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი