მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ Nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
“იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთს ბევრი ფეხბურთი აკლდა, უმეტესობა ადამიანი ალბათ უფრო ადვილ თამაშს მოელოდა, მაგრამ ესპანელებს ყველა პოზიციაზე არაერთი ჩამნაცვლებელი ჰყავთ.
მათ წინააღმდეგ ასპარეზობა ყველას უჭირს და გამონაკლისი არც ჩვენ გამოვდექით, წინ კი უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.
თურქეთთან გასვლაზე თამაში საერთოდ სხვა რამეა, რადგან იქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვა. იქნება ისეთი ატმოსფერო, რომელიც თურქებს დაეხმარებათ, თუმცა ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ ძალები აღვიდგინოთ.
ჩვენი მიზანია, რომ თურქეთთან ისეთი თამაში ვაჩვენოთ, რაც ესპანეთთან ვერ გავაკეთეთ და ამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ”, – თქვა მამარდაშვილმა.
[VIDEO] აი ხასიათი! – “მამარდას” ემოციები ესპანეთის ნაკრებთან მოგერიებული პენალტის შემდეგ
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ – კუკურელიამ ახსნა, რა იყო “ლივერპულის” მთავარი სისუსტე ამ მომენტში
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ