უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნიაში იმედოვნებს საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარებას

ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული შემადგენელი ნაწილის, “რეპუბლიკა სრპსკას” პრეზიდენტის, მილორად დოდიკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ამ ქვეყანაში საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ქრისტიან შმიდტმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ შესაძლებელია არსებული საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარება.
გერმანიის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკოსმა Deutschlandfunk-ს განუცხადა, რომ სიტუაცია ამჟამად ძალიან დაძაბულია, რადგან არსებობს ოპოზიცია, რომელსაც დოდიკისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვს.

მათ არ სურთ კონსტიტუციისთვის დარტყმის მიყენება და ევროპული ინტეგრაციის გზის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, თქვა შმიდტმა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ გამოჩნდება დემოკრატიული გადაწყვეტის გზა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაკარგონ მხედველობიდან ბოსნია-ჰერცეგოვინა. მთელი დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობა დამოკიდებულია ქვეყნის ფუნქციონირებაზე, თვლის შმიდტი.
დოდიკი რამდენიმე დღეა ოფიციალურად აღარ არის სერბული რეგიონის, “რეპუბლიკა სრპსკას” პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან ამოწურა ყველა სამართლებრივი საშუალება სასამართლოს მიერ თანამდებობიდან მისი გადაყენების წინააღმდეგ.
ის გეგმავს რეფერენდუმების შესაძლებლობის გამოყენებას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ასაცილებლად, რასაც ახლა “რეპუბლიკა სრპსკას” პარლამენტი განიხილავს.
დოდიკი ადრე გასამართლებული იყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის უარის თქმის გამო. ქვეყანაში მის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებითაც 1995 წელს ბოსნიის ომი დასრულდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოს ხელისუფლებას წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის “უმაღლესი წარმომადგენელი.” ეს პოსტი 2021 წლის აგვისტოს მერე უჭირავს ქრისტიან შმიდტს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ