რა სახის არის საქართველოში უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქებისათვის? – ამ კითხვას პასუხობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, რომლიც თანახმად, 2024 წლის მდგომარეობით, გვაქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი (რომელიც იყოფა სხვადასხვა ტიპებად), სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი (რომელიც იყოფა) და პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება (ე.წ. უფასო ფაკულტეტები).
სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების/ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი იყოფა შემდეგ ტიპებად:
· სახელმწიფო სასწავლო გრანტი
· სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი
· უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი
· ოკუპირებული-აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტი
· ოკუპირებული – განათლების აღიარების მიხედვით დაფინანსებული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტი
· თანამემამულის სტატუსის მქონე პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტი
სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი – სახელმწიფოს მიერ სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად
სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი იყოფა შემდეგ ტიპებად:
· სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
· სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
· უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სპეციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
· ოკუპირებული-აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი
პროგრამული (პრიორიტეტული) პროგრამული დაფინანსება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტული პროგრამების დასაფინანსებლად.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.
დაფინანსების ადმინისტრირება
ყველა ტიპის სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტებისა და პროგრამული (პრიორიტეტული) დაფინანსების ადმინისტრირების პროცესს უზრუნველყოფს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
EMIS-ის ცნობით, უმაღლესი განათლების დაფინანსებების ადმინისტრირება ხორციელდება emis-ის მიერ შექმნილი უმაღლესი განათლების დაფინანსების სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით (eUni.emis.ge)
უმაღლესი განათლების დაფინანსების სპეციალური ელექტრონული პროგრამა მოიცავს ორ მოდულს: საგრანტო დაფინანსებისა და პროგრამული (პრიორიტეტული) დაფინანსების მოდულებს.
უმაღლესი განათლების დაფინანსების სპეციალური ელექტრონული პროგრამით ხორციელდება სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის ოდენობის გაანგარიშება, დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიისა და დაწესებულებისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობის გადამოწმება, კორექტირების მოთხოვნა და თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ოდენობის სისწორის დადასტურება.
წყარო: edu.aris.ge