“უმარ, ახლა განა მარტო უპატივცემულობას გამოხატავ, არამედ იტყუები კიდევაც” – რაზე საუბრობს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

15 სექტემბერს, UFC-ს სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა, ერთმანეთს ორი უძლიერესი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი (18-4) და ამერიკელი შონ ომალი (18-2) შეხვდნენ. ქართველმა”,მანქანამ” მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ის ისტორიაში მეორე ქართველი გახდა, რომელსაც UFC-ის ქამარი აქვს მოპოვებული.
მერაბის მომდევნო მეტოქედ, რამდენიმე მებრძოლი შეიძლება ვივარაუდოთ. მათ შორის შონ ომალისთან რევანში, თუმცა დვალიშვილის შეთავაზების მიუხედავად, ამერიკელმა განაცხადა, რომ ის ოქტომბერში ოპერაციას იკეთებს. სუპერმსუბუქ წონაში წარმატებული სვლა აქვს, უმსუბუქესი წონის (57 კგ) ყოფილ ჩემპიონს, დევისონ ფიგურედოს (24-3), თუმცა მისი და მერაბის
დაპირისპირებაც უკვე ეჭვქვეშაა, რადგან ფიგურედოს ბრძოლა, რუს პიტერ იანთან უკვე ჩაენიშნა. UFC-ის ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ მერაბი, დაღესტნელ მებრძოლს, უმარ ნურმაგამედოვს (18-0) შეხვდეს. ამის შესახებ მერაბმაც ისაუბრა: “მომავალ ბრძოლაზე საუბარი ჯერ ადრეა, UFC-ს სურს, რომ ჩემი მომავალი მეტოქე უმარ ნურმაგამედოვი იყოს, რადგან მათთვის ეს ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება”. ცხადია მერაბი არ თვლის, რომ უმარი მასთან ბრძოლას იმსახურებს, რადგან ნურმაგამედოვის სიძლიერის მიუხედავად, TOP15-ში მხოლოდ ერთი მებრძოლი ჰყავს დამარცხებული. შეგახსენებთ, მერაბმა საჩემპიონო ბრძოლამდე 3 ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა.
სოციალური ქსელში (Twitter), მერაბი საუბრობს, რომ უმარი იტყუება და UFC-ის, მერაბთან ბრძოლა 2-ჯერ არ შეუთავაზებიათ დაღესტნელისთვის: “უმარ, ახლა განა მარტო უპატივცემულობას გამოხატავ, არამედ იტყუები კიდევაც. თუ UFC-იმ ორჯერ შემოგთავაზა ჩემთან ბრძოლა, მაშინ აჩვენე ფანებს მაგის დამამტკიცებელი კონტრაქტები და თარიღები. მე შემომთავაზეს შენთან ბრძოლა ზუსტად მას შემდეგ რაც პიოტრ იანი დავამარცხე, ხელი მოვიტეხე და მათი თქმით, შენთან 6 კვირის შემდეგ უნდა მებრძოლა. მე ვერბალურად დავეთანხმე ამ ბრძოლის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ მე ნომერ პირველი პრეტენდენტი ვიყავი, ხელმოტეხილი და შენ კი რანკინგების მიხედვით მხოლოდ მე-13. საბოლოო ჯამში ექიმი ჩაერია ჩემს გადაწყვეტილებაში და უარი მათქმევინეს ამ ბრძოლის მიღებაზე და მალევე ხელზე ოპერაციაც გავიკეთე. მაშასადამე გვანახე მეორე შემოთავაზების კონტრაქტი, რომელიც UFC-იმ გამოგიგზავნა. თუ UFC სატიტულო ბრძოლას ფაქტობრივად გჩუქნის, მაშინ რატომ ლაპარაკობ ამდენ ნაგავს და თან ასეთი უპატივცემულობის ფონზე? – მე შენთან მოვრჩი, რადგან შენ იტყუები, შენ დაკარგე ჩემი პატივისცემა როგორც კაცმა და როგორც შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, ახლა კი დაველოდები თუ რას მეტყვის UFC”.