უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ

უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს ძალიან უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ
უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რადგან მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე.
დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. მე დარწმუნებული ვარ, ამის გამო მათ ერთი სული აქვთ გასცენ სათანადო პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი პატრონების.
აქედანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის განწყობა, ქართველი ხალხის ინტერესები. ერთადერთი, ვისი განწყობა და ინტერესებიც აინტერესებთ, ეს არიან მათი უცხოელი პატრონები. სხვა ახსნა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო