ულფ კრისტერსონი – შვედეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში

მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ მინისტრი, ულფ კრისტერსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი მიწოდების ხელშეწყობას.
„როგორც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორი, და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი მიწოდების განხორციელებაში. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასრულება ვაიძულოთ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“, – წერს ულფ კრისტერსონი.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის საკითხზე ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო