“ულტრა კონსერვატიულ ფლანგზე დიდი ჯახი იქნება” – თავდგირიძე

ულტრა კონსერვატიულ ფლანგზე დიდი ჯახი იქნება. ობიექტურად, ალტინფოს და პტრიოტთა ალიანსის კოალიციის ელექტორატი ანდასავლურად განწყობილი მოქალაქეებიდან იქნება მოზიდული, ბოლო მოვლენებმა როგორც აჩვენა, ოცნებასაც ამომრჩეველი ანდიდასავლელ პუბლიკაში ყავს. მაგრამ, იმის გამო რომ ოცნება ერიდება აშკარა პრორუსულ პოზიციონირებას, ალტ ინფოს სერიოზული უპირატესობა აქვს. ანტიდასავლურობა საქართველოში მხოლოდ პრორუსულობას ნიშნავს და ვინც არ მოერიდება ანტიდასავლურთან ერთად პრორუსულ ნარატივებს ამომრჩევლის სიმპატიასაც ის დაიმსახურებს. თავის მხრივ, ანტიდასავლელ-პრორუს ამომრჩეველთა შეზღუდული რაოდენობის გამო, ამ ფრონტზე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდება. თუ ოცნება თავის ბუნებას არ უღალატებს, წესით ის მორიგ ხრიკს მიმართავს და რაიმე მიზეზით ამ კოალიციას არჩევნებს ჩამოაშორებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან