ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით – ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

„ულტიმატუმით და შანტაჟის ენით საუბარი პარტნიორობა არაა და მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის შესახებ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავი ქმედებები არის ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს მეგობრობა არაა.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა. მსგავსი ქმედებები და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. ეს მეგობრობა არაა. ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის