ულამაზესი წყვილი, რომელთა ქორწილის ვიდეომაც სოციალური ქსელი აალაპარაკა – “სუხიშვილების” მოცეკვავეების ოჯახი და სიყვარულის ისტორია – Marao

ახალგაზრდა წყვილის, ელენე ნაჭყებიასა და ლუკა ჭანიშვილის ქორწილიდან სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა. ქართული ცეკვისა და ულამაზესი წყვილის კადრებს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.
ახალგაზრდა მომღერალსა და მოცეკვავეს, ლუკა ჭანიშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საკუთარი ვიდეოებით მალევე გახდა პოპულარული, მისი შესრულებული სიმღერები და ქართული ცეკვა კი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას.
მისი მეუღლე, უმშვენიერესი ელენე ნაჭყებიაც პროფესიონალი მოცეკვავეა. გამორჩეული გარეგნობისა და პლასტიკის მქონდე ელენემ მაყურებლის გული პირველივე გამოჩენისას მოიგო.
ლუკა და ელენე დაქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გადაცემა “პრაიმ შოუს” სტუმრები იყვნენ, სადაც ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს და მაყურებელს თავი უფრო ახლოს გააცნეს:
· რომანტიკული კადრები და ცხოვრება ვალენსიაში – ელენე ეპიტაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია
“ჩვენი შეხვედრა შედგა ჩემს კონცერტზე, “სუხიშვილების” თაკარას კონცერტზე, სადაც ელენე მაყურებლის სტატუსით იმყოფებოდა. კონცერტამდე გენერალური რეპეტიცია გვქონდა, რომ შემოვიდა ელენე, თვალი მოკარი და დიდი ყურადღება მიიპყრო. მეგობრის წყალობით გავიცანი ზედაპირულად. ცოტა ხნის შემდეგ, როცა რეპეტიციაზე მივედი და კარი შევაღე, დამხვდა ელენე და აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოების ისტორია”, – იხსენებს ლუკა ჭანიშვილი.
მოგვიანებით ვირუსულად გავრცელდა ელენესა და ლუკას ნიშნობის ვიდეო. როგორც წყვილი იხსენებდა, ყველაფერი სპონტანურად ელენეს დაბადების დღეზე მოხდა. უმშვენიერესი მოცეკვავისთვის საყვარელი ადამიანისგან ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო.
ხელის თხოვნა კი წყვილმა ულამაზესი ქორწილით დააგვირგვინა და ახლა უცნობებისა თუ ნაცნობებისგან უამრავ კომპლიმენტსა და კეთილ სურვილს იღებენ.