“ულამაზესი და საუკეთესო ადამიანი” – ნინა ცქიტიშვილის დაბადების დღე პარიზში და უამრავი მილოცვა – Marao

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო “მის საქართველო 1997”-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: “ვერსაჩე”, “არმანი”, “ელი სააბი”, “რალფ & რუსო”, “ზუჰაირ მურადი”, “დიორი”, “ჩალაიანი”, “იამამოტო” და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც “ჩაქრა”. საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ – ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად ნინა ცქიტიშვილი იუბილარია. დაბადების დღის აღსანიშნავად მოდელი ახალ ფოტოებს პარიზიდან აქვეყნებს და უამრავ მილოცვას იღებს.
~