“ულამაზესი” – ანა ახვლედიანის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

მო­დე­ლი ქუ­თა­ი­სი­დან – ასე გა­იც­ნო ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ანას წარ­მა­ტე­ბულ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და გო­გო­ნას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დებ­დნენ.
თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ.
ანას დედა არიადნა რენო, ბერძენია, მამა – ქართველი. მოდელი მშობლების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მის სოციალურ ქსელი ულამაზესი დედ-მამის ფოტოები ვიხილეთ.
ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.
მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა. მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და. მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს.
“ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ – ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ.
2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.
სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექტ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში”… შო­უ­ში ანამ მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის სა­ხით სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა, თუმ­ცა მათი რო­მა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში დამ­თავ­რდა. მა­შინ მო­დელ­მა მო­ცეკ­ვა­ვეს უსურ­ვა, რომ ისე­თი ქალი ეპო­ვა ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც დე­და­მისს მო­ე­წო­ნე­ბო­და. მო­დე­ლის მი­ნიშ­ნე­ბით, ის მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი სარ­ძლო არ აღ­მოჩ­ნდა.
· ამჯერად ანა ინსტაგრამზე ულამაზესი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს: