გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია – საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა.
ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ახალ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს:
· გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური იდილია: მოდელი ახალ კადრებს აზიარებს
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.
· “ჩვენ ამ გზას ერთად ვადგავართ… შვილმა მეტი სიყვარული და ერთიანობა მოგვიტანა” – ელენე ეპიტაშვილის ინტერვიუ მეუღლის გაცნობის, დედობისა და ოჯახის შესახებ
განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში “სიყვარულის გემი”.
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: “შეყვარებული ვარ… ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.
· “ჰოდა, ჩემო ძვირფასო მკითხველო და ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარო, როგორი ცოლი ჰყავს მამარდას? კარგი, ძლიერ კარგი”
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობდა გიორგი.
· “ულამაზესი” – ელენე ეპიტაშვილის ახალი ფოტო დიდ მოწონებას იმსახურებს
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის თვეში პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას ენი დაარქვეს. მანამდე წყვილმა ულამაზესი სქესის გაგების ცერემონია, მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადა.
ჯვირსწერის ცერემონია მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ღვთაების მონასტერში შედგა, დღე კი “ლისი ივენთ ჰოლში” გრანდიოზული წვეულებით დაგვირგვინდა. გიორგისა და ელენეს საქორწინო ფოტოებს დიდი მოწონება და უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა.