ულამაზესად ნამღერი “მრავალჟამიერი” ინგლისელებისგან

ქართულ ხალხურ სიმღერას ქართველებთან ერთად მთელი მსოფლიო მღერის. ინგლისში – უელსის წმინდა დავითის სახელობის კათედრალ პემბროკშირში მომღერლების გუნდმა “ტკბილი ჰანგები” “მრავალჟამიერი” შეასრულა.
ფოლკლორისტს ედიშერ გარაყანიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ და მათ შორის უელსში. და რომ არა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გასტროლები, რომელშიც მისი ანსამბლი ,,ამერ-იმერიც” მონაწილეობდა, ალბათ არც ეს “მრავალჟამიერი” გაიჟღერებდა.