უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა

უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ იძიებენ ში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ მოთხოვნა, უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ და გარდა ინფორმაციის მოწოდებისა უნდა მოეთხოვოთ, გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ტერორიზმის საკითხებთან დაკავშირებით ბევრი სახელმწიფო თანამონაწილეობს ერთმანეთთან, ინფორმაციის გაცვლით დაწყებული, ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამნაშავეების გადაცემით დამთავრებული. როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, „ვიძიებთ ში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.“ აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა. უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ ასეთი მოთხოვნა უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მათ შორის უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიული პარტნიორები ე.წ. დახმარებაც. სხვათა შორის ახლა გამოჩნდება მათი სტრატეგიული პარტნიორობის გულახდილობაც და მეგობრული ზრახვებიც საქართველოსთან მიმართებაში“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Next: მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა