უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ანდრეი კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს“, – წერს კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ანდრეი კოვალენკოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში ს შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობს დაარტყეს.