უკრაინულმა დრონებმა რუსეთში საწვრთნელ საავიაციო ცენტრს დაარტყეს

რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, 9 აპრილის ღამეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო ცენტრის ფასადი და მინა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
დრონით თავდასხმას რუსული მხარეც ადასტურებს, თუმცა ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, დრონები ს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ჯანდიერი: ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას

საბა ბუაძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები – ვურჩევ, დაიწყოს კახა კალაძით