უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟს შეუტიეს, არის დაჭრილები

რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა. ერთ-ერთი დრონი აფეთქდა, რამაც ერთდროულად მინიმუმ ხუთი ბინა დააზიანა. თვითმხილველების ცნობით, ვორონეჟის სხვადასხვა რაიონში დაახლოებით 25 აფეთქება მოხდა.
„ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა: მამაკაცი ნამსხვრევებით დაიჭრა, ქალს თავის ტრავმა აქვს. ნამსხვრევებისა და მოგერიებული დრონების ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსის და ერთი მშენებარე კორპუსის ფანჯრები და ფასადები. კიდევ ერთ სახლში ცეცხლი გაჩნდა ბინაში, მაგრამ ის უკვე ჩააქრეს. გარდა ამისა, დაზიანდა მინიმუმ ერთი მანქანა“, წერს ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი.
„ბაზას“ მონაცემებით, თავდასხმის შემდეგ ოთხი ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენ ორს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული. 10 იანვრის საღამოდან ვორონეჟის ოლქში დრონების განგაში მოქმედებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას