უკრაინული ძალები ჩასივ იარის ნაწილიდან უკან იხევენ

უკრაინის გენშტაბში ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მისმა ჯარებმა უკან დაიხია ჩასივი იარის ნაწილიდან, დონეცკის აღმოსავლეთით. რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ჯარმა სტრატეგიული ქალაქის ოლქზე კონტროლი მოიპოვა.
თუ რუსული ძალები ჩასივ იარზე სრულ კონტროლს დაამყარებენ, მათ ის კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ წინსვლისთვის დასაყრდენად შეუძლიათ გამოიყენონ.
ს თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს, 4 ივლისს, განაცხადა, რომ მისმა ძალებმა კონტროლი აიღეს “ნოვის” ოლქზე, რომელიც მდებარეობს “სივერსკის დონეც-დონბასის” არხის დასავლეთით, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე გადის.
„არაპრაქტიკული გახდა არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მტრის შემოსვლის შემდეგ მისი გამაგრება, რადგან ეს საფრთხეს უქმნიდა ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”, – განუცხადა უკრაინულ ტელევიზიას სამხედრო სპიკერმა ნაზარ ვოლოშინმა.
„სარდლობამ გადაწყვიტა უკან დახევა უფრო დაცულ და მომზადებულ პოზიციებზე, მაგრამ იქაც მტერი არ წყვეტს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს“, – განაცხადა მან.
რუსეთის ძალები, რომლებმაც 2022 წლის თებერვალში დაიწყეს სრულმასშტაბიანი ომი ში, ნელ-ნელა მიიწევენ დონეცკის რეგიონში წინ და ცდილობდნენ ახალი ფრონტის გახსნას ჩრდილო-აღმოსავლეთითი, ქალაქ ხარკივთან.
ხარკივის რეგიონში რუსული ჯარის წინსვლა შეჩერებულია, მაგრამ უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ 2024 წელი უკრაინისთვის რთული იყო ბრძოლის ველზე და რომ ამერიკის სამხედრო დახმარების დაგვიანებამ გავლენა იქონია სიტუაციაზე.
„ჩვენ გვყავს 14 არასრულფასოვანი ბრიგადა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი იარაღი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ “ბლუმბერგთან” ინტერვიუში. “[დახმარების] პაკეტები უნდა მოვიდეს, მაგრამ ნელ-ნელა მოდის, სამწუხაროდ”, – თქვა მან.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 161-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათი უმეტესობა დონეცკის რეგიონში.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ჯარმა ხელი შეუშალა რუსულ ძალებს უკრაინის თავდაცვის გარღვევაში კრამატორსკის ფრონტზე, რომელიც მოიცავს ჩასივ იარის მიმდებარე ტერიტორიებს.
გასულ კვირას უკრაინელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ბრძოლები გაძლიერდა დონეცკის რეგიონში, ტორეცკის ფრონტზე. ვოლოშინმა თქვა, რომ რუსეთის ძალებმა იქ 114-ჯერ შეუტიეს უკრაინულ პოზიციებს გასულ კვირას, წინა კვირაში 31 შეტევასთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ