უკრაინული ძალები ტორეცკის ნახევარს ინარჩუნებს და რუსების წინსვლის შეჩერებას ცდილობს

11 ოქტომბერს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ტორეცკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსული ჯარის იერიშების შეჩერებას ცდილობს და ამ დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ნახევარს აკონტროლებს.
„შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის დაახლოებით 40-50 პროცენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, დანარჩენი ტერიტორია კი მტერმა დაიპყრო“,- თქვა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას ტორეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვასილ ჩინჩუკმა.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მაღლობზე მდებარე ტორეცკის დაპყრობა, რუსულ ძალებს საშუალებას მისცემს აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში უკრაინულ ძალებს ლოგისტიკური ვითარება კიდევ უფრო გაურთულოს.
უკრაინის სამხედრო უწყება გასული დღის განმავლობაში ტორეცკის ფრონტზე რვა შეტაკების შესახებ იუწყებოდა. მთავარი შეტევა ქალაქზე და ახლომდებარე შჩერბინივკაზე იყო ფოკუსირებული. ჩინჩუკმა თქვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ქალაქში წინ არ წაიწია.
მან თქვა, რომ ქალაქში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, დაახლოებით1150 ადამიანი რჩება და ჯარისკაცების და ეროვნული პოლიციის დახმარებით, მათი ევაკუაცია გრძელდება.
ს ძალები ბოლო დღეების განმავლობაში, აღმოსავლეთში ეტაპობრივად, მაგრამ სტაბილურად წინ მიიწევდა და გამაგრებული ქალაქი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვუჰლედარი აიღო. მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2.5 წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, მიმდინარე თვეში ს ჯარები სხვადასხვა შეფასებებით, შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები