“უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს“ – დმიტრო კულება

“სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ში უცხო­ურ სუ­ბი­ექ­ტებს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე თა­ვად არი­ან. ისი­ნი პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თად გა­დაქ­ცე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ხალ­ხი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, დმიტ­რო კუ­ლე­ბა.
ის დარწმუნებულია, რომ “უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რის” თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მო­თხოვ­ნებს უნდა და­თან­ხმდეს.
“უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რის” თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ისი­ნი ახლა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მო­თხოვ­ნებს უნდა და­თან­ხმდნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრო­ტეს­ტი გა­ი­მარ­ჯვებს, მათ არ უნდა მო­უ­წო­დონ რუ­სეთს მხარ­და­ჭე­რის­თვის. სი­ჯი­უ­ტე ყო­ველ­თვის არ არის ძალა – თუ ძალა და მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არაა“, – წერს კუ­ლე­ბა.
რამდენიმე ადამიანი დააკავეს აქციის მესამე დღესაც. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 30 ნოემბერი-1დეკემბრის ღამის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 44 მოქალაქე.
ამ დრომდე ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზები და ამტკიცებენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.