უკრაინული მხარის მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის თქმით, არ იცოდა სად და ვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა

ერთ-ერთი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომელიც ს კურსკის ოლქში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა დაატყვევეს, აცხადებს, რომ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა.
უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ჯარისკაცის დაკითხვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის, თარჯიმნის მეშვეობით, უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის არმიას 17 წლის ასაკში შეუერთდა. მამაკაცის მტკიცებით, არ იცოდა, ვის წინააღმდეგ და სად უნდა ებრძოლა და რომ რუსეთში ასამდე თანამემამულესთან ერთად გემით ჩაიყვანეს, შემდეგ კი მატარებლით გადააადგილეს.
ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლის თქმით, მის ზოგიერთ თანამემამულეს რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკის მართვა შეასწავლეს, თუმცა მას ასეთი მომზადება არ გაუვლია.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის არმიის დანაკარგებს, ჯარისკაცის თქმით, „ბრძოლებში ბევრი მსხვერპლი იყო“.

ასევე დაგაინტერესებთ