უკრაინული მხარის ინფორმაციით, შაბათ-კვირას რუსული საზღვაო ძალების ოთხი ხომალდი დააზიანეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში შაბათ-კვირის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული საზღვაო ხომალდი დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ადრე განაცხადა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში განხორციელებულმა თავდასხმის შედეგად ორი სადესანტო ხომალდი: „იამალი“ და „აზოვი“ დააზიანეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა (ასევე) წარმატებით დააზიანა ხომალდი „ივან ხურსი“ და დიდი სადესანტო ხომალდი „კონსტანტინე ოლშანსკი““, – აღნიშნულია სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.
აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან ს შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მესამედი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ