უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქი 37-ჯერ დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში ხერსონის ოლქი 37-ჯერ დაბომბეს და სულ 92 ჭურვი ესროლეს. ამის შესახებ Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი იტყობინება.

პროკუდინის ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ რეგიონს ნაღმტყორცნებით, არტილერიით და დრონებით.

მტერმა სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი კვარტალები გაანადგურა.

მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება