უკრაინული მხარე – რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება – ინფორმაცია, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა უკრაინელი ტყვეები ყოფილიყვნენ, გადამოწმების პროცესშია

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.
„მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა.
სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.
შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას