უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის აეროდრომი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია!
უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან გაწმენდას შეუერთდა!” – წერს ოლეშჩუკი.
მან ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს სახმელეთო სამიზნეზე რაკეტის დაცემა და აფეთქება. გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, აეროდრომზე დარტყმა Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.
ცნობისთვის, აქამდე ოთხშაბათს აფეთქებები გაისმა ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლში, საკოვთან მახლობლად, ფეოდოსიაში, რაზდელნოესა და გვარდიისკში. საოკუპაციო ადმინისტრაციამ საჰაერო განგაში გამოაცხადა და ქერჩის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.