უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში ს კონტრიერიში შეაჩერა

რუსეთმა კურსკის ოლქში, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიში წამოიწყო, თუმცა უკრაინელებმა ის შეაჩერეს.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ კურსკში უკრაინის სამხედრო კომენდანტურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.
„ისინი [რუსული ძალები] ცდილობდნენ ფლანგებიდან შეტევას, მაგრამ შეაჩერეს. სიტუაცია სტაბილიზირებულია, ყველაფერი დღეს კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – ამბობს იგი, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ერთ დასახლებულ პუნქტში შესვლა მაინც მოახერხეს.
აქამდე, 13 სექტემბერს, პრეზიდენტმა მ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა კურსკში კონტრიერიში წამოიწყეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილს უკვე ერთ თვეზე მეტია აკონტროლებს.