უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, გამოიძიონ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ მორიგი ცნობები.
უკრაინული მედიაპროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი. ანალიტიკოსების მონაცემებით, შემთხვევა მოხდა დასახლება ზელიონი შლიახის რაიონში, სადაც ს სამხედრო დანაყოფები იმ დღით შევიდნენ.
„სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ამგვარი ქმედებები ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა. ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მტერმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ლუბინეცმა.
რუსულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ