უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს

“უკრაინსკა პრავდა” უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ს ლენინგრადის ოლქსი ნავთობის საცავზე თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.
“ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”, – ამბობს წყარო მედიასთან.
კითხვაზე, პირველი შემთხვევაა თუ არა, როცა უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ლენინგრადის რეგიონს, თანამოსაუბრე ამბობს, რომ პირველი არაა, თუმცა არის განსხვავებები და მტერმა იგრძო ისინი.
მანამდე ლადიმერ როგოვმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ მ ღამით ბალტიის ზღვის ნავთობის ტერმინალის დამიზნება სცადა დრონებით, რაც, მისი მტკიცებით, ვერ შეძლო.
ტელეგრამ არხმა “Astra” კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.
იხილეთ:
· რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებზე დრონებით თავდასხმა იყო