უკრაინული მედია – უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული „სუ-34“-ის ტიპის გამანადგურებელი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც იგი ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევებს ახორციელებდა.
„მტრის „სუ-34“ ჩამოგდებულია!“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული გამანადგურებელი დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი