უკრაინული მედია – უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა – რუსებმა კიევს დაარტყეს

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა – რუსებმა კიევს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
„მტერი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სახლებზე მიზანმიმართულ იერიშებს ახორციელებს. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა.
კალაშნიკის ინფორმაციით, კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდში მრავალსართულიანი შენობა, ხოლო ბორისპოლის რაიონში საწარმოო ობიექტი და ორი ავტომობილი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო